სლოვაკეთის საზღვართან მარტო მისული 11 წლის უკრაინელი ბიჭის დედა ცოცხალია. იულია პისეცკაიამ ინტერვიუ მისცა უცხოურ მედიას, სადაც ამბობს, რომ ატომურ საგურზე ხანძრის დროს ძალიან შეეშინდა, შვილი მატარებელში ჩასვა და სლოვაკეთში გაამგზავრა ნათესავებთან.
იულია ამბობს, რომ იძულებული გახდა სახლში დარჩენილიყო, რადგან ხანშიშესულ დედას ვერ დატოვებდა. მისივე თქმით, ის მრავალშვილიანი ქვრივია. ქალმა მადლობა გადაუხადა სლოვაკეთის პოლიციას და მთავრობას შვილზე ზრუნვისთვის.
“მე ვარ იულია ვისეცკაია ზაპოროჟიდან. მე ვარ ქვრივი და მყავს შვილები. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო სლოვაკეთის მთავრობას ჩემს შვილზე ზრუნვისთვის. ისინი დაეხმარნენ ჩემს შვილს მარტო გადაეკვეთა საზღვარი. ჩემი შვილი 11 წლის არის და მატარებლით ცავიდა სლოვაკეთის საზღვრამდე, სადაც მას მესაზღვრეები დახვდნენ და დაეხმარნენ. მასზე იზრუნეს, დააპურეს და ბრატისლავაში მიიყვანეს. მადლობელი ვარ, რომ შვილი გადამირჩინეთ”. – ამბობს ქალი.
უკრიანელმა ბიჭმა 600 მილი მარტომ გაიარა. მას ხელზე მხოლოდ ტელეფონის ნომერი ეწერა. სლოვაკეთში მასზე იზრუნეს, ახლა ის თავს კარგად გრძნობს.
tabula.ge