ნეტფლიქსი რუსეთში მუშაობას ოფიციალურად აჩერებს

მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ინტერნეტ ტელევიზიის ქსელი, ნეტფლიქსი რუსეთში მუშაობას ოფიციალურად აჩერებს.

სტრიმინგის სერვისის რუსმა მომხმარებლებმა წერილი ხელმოწერების გაუქმების შესახებ კომპანიისგან წერილი უკვე მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ აგრესიას ასობით მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა.

რუსეთის სამხედრო ინტერვენციის გამო, მსოფლიო მასშტაბით რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და ფინანსური სანქციები დაწესდა. ქვეყანა ათობით ცნობილმა ბრენდმა დატოვა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share