რუსული პროპაგანდა გრძედება – ოკუპანტი ქვეყნის ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის (РХБЗ) უფროსი, შეერთებულ შტატებს ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობაში, კერძოდ დაავადებების გადამტან ღამურებზე ცდების ჩატარებაში ადანაშაულებს. გენერალ-ლეიტენანტი იგორ კირილოვისმტკიცებით, მსგავსი კვლევები ტარდებოდა საქართველოშიც.
კვლევების პრიორიტეტებია ბაქტერიულ-ვირუსული პათოგენები, რომელთა გადაცემაც შესაძლებელია ღამურების მიერ და იწვევს შავ ჭირს, ლეპტოსპეროზს, ბრუცელოზს, ასევე კორონავირუსებსა და ფილოვირუსებს. ყურადღების მიმპყრობია ის ფაქტი, რომ კვლევები ტარდება რუსეთის საზღვრების სიახლოვეს, შავიზღვისპირეთის რაიონში, კავკასიაში. პროექტი ორგანიზებულია არა მხოლოდ უკრაინელების, არამედ პენტაგონის მიერ კონტროლირებულ ქართულ ლაბორატორიებში, ვირჯინიის პოლიტექნიკური ინსტიტუტთან და აშშ-ს გეოლოგიური სამსახურთან კოოპერაციით”, – თქვა მან.