დღეს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან საუბრისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან ომის დასრულების მზადყოფნა არ გამოავლინა – ამის შესახებ ოფიციალური პარიზის წარმომადგენელმა განაცხადა. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
BBC-ის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კრემლის ლიდერს უკრაინის ქალაქ მარიუპოლში ალყის მოხსნისკენ მოუწოდა, სადაც ხალხი რამდენიმე დღეა, რაც წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს.
შეგახსენებთ, დღეს რუსეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს შორის სამმხრივი სატელეფონო საუბარი შედგა, რა დროსაც მაკრონმა და შოლცმა პუტინს უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ, როგორც სრული მოლაპარაკების პირობა, კიდევ ერთხელ მოუწოდეს.