რუსმა აგრესორებმა დონეცკის ოლქში სვიატოგორსკის ლავრაზე მიიტანეს ავიაიერიში, სადაც დევნილები აფარებდნენ თავს.
Unian-ის ცნობით, დაბომბვის დროს ლავრაში 520 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 200 ბავშვი.
ჭურვი ლავრის შესასვლელთან ახლოს ჩამოვარდა, რის შედეგადაც მონასტერში შენობები დაზიანდა.
დაშავდა ათობით ადამიანი, მათ შორის სასულიერო პირები. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თავდასხმის შედეგად არავინ დაღუპულა.