ამის შესახებ განცხადება კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
“ჩვენი პრიორიტეტია უზრუნველვყოთ ჩვენი კოლეგების უსაფრთხოება და დავეხმაროთ პაციენტებს საჭირო მედიკამენტების მიღებაში.
იმის გამო, რომ უკრაინაში ტრაგიკული მოვლენები ვითარდება, AbbVie-მ რუსეთში შეაჩერა ოპერირება და ყველა სახის ესთეტიკური პროდუქტის შეტანა“, – ნათქვამია განცხადებაში.
გამოცემა Nexta აღნიშნულ გადაწყვეტილებას ასეთი პოსტით ეხმიანება: “უკრაინაში ომის გამო, ამერიკული ბიოფარმაცევტული კომპანია AbbVie რუსეტში ბოტოქსისა და ფილერის შეტანას აჩერებს, რაც ყველაზე პოპულარული პროდუქტებია რუსეთში, ესთეტიკურ მედიცინაში”, – წერია “ტვიტერზე” გამოქვეყნებულ ინფორმაციაში და მას პუტინის შემდეგი ფოტო აქვს თან დართული:
ამერიკული ბიოფარმაცევტული კომპანია AbbVie რუსეთში ესთეტიკური სილამაზის პროცედურებისთვის საჭირო პროდუქტებსს, მათ შორის, ბოტოქსსა და ფილერს აღარ შეიტანს. მიზეზი რუსი სამხედროების მიერ უკრაინაში შეჭრაა.