“რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიო მასობრივი შიმშილისა და საკვები პროდუქციის კრიზისის საფრთხის წინაშე დგას”

გაეროს გენერალური მდივნის ანტონიუ გუტიერეშის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიო მასობრივი შიმშილისა და საკვები პროდუქციის კრიზისის საფრთხის წინაშე დგას. ამის შესახებ მან „ტვიტერის“ გვერდზე განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინაში ომმა უკვე დაარღვია პროდუქციის მიწოდების ჯაჭვი.

„უკრაინაში ომმა უკვე დაარღვია პროდუქციის მიწოდების ჯაჭვი და იწვევს ფასების სწრაფ ზრდას საწვავზე, საკვებ პროდუქტსა და ტრანსპორტზე. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი შესაძლებელი რათა შევაჩეროთ შიმშილის ქარიშხალი და საკვები პროდუქციის სისტემის კრახი“,- განაცხადა გუტიერეშმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share