მეუფე იოანე: უკრაინის ცალმხრივ წაქეზებას ვხედავთ – აი, შენ იარაღი, აი, შენ ფული

“მძიმე საყურებელი, მოსასმენი და გასაგებია, როცა ორი ერთმორწმუნე ერი, მონათესავე, ბიძაშვილები, ასე ვთქვათ, ერთმანეთს გადაემტერებიან და ერთი უფრო ძლიერია, მეორე უფრო სუსტია, თუმცა, არც ისე სუსტია და იღვრება სისხლი ძირითადად უდანაშაულო ხალხის.

ეს დიდი ბოროტებაა. რამ გამოიწვია? ეს პოლიტიოლოგების საქმეა, გამოიკვლიონ, მაგრამ მე მაკვირვებს სხვა რამე:

როცა ორი ძმა, ან ორი მეზობელი ერთმანეთში ჩხუბობენ, გარშემოები აშველებენ ხოლმე, შუაში დგებიან და ცდილობენ დაამშვიდონ, დააწყნარონ, როგორ მოვაგვაროთ, გამოსავალი ვიპოვოთ…

აქ ვხედავთ ცალმხრივ წაქეზებას ერთი მხარის – აი, შენ დამატებითი იარაღი, აი, შენ ფული, კარგია, რომ ჰუმანიტარული დახმარება იგზავნება უკრაინაში და მშვიდობიან მოქალაქეებს, გაჭირვებაში მყოფ ხალხს ეხმარება, მაგრამ იარაღის მიწოდება ამ დროს, ეს არის ნავთის დასხმა ცეცხლზე.

გასაგებია, რომ თუ იმას მეტი აქვს, ამასაც [ჰქონდეს] რა, მაგრამ მეტი სისხლი დაიღვრება, მეტი ბოროტება მოხდება, იმის მაგივრად, რომ შევთავაზოთ ოთხმხრივი, ათმხრივი  ტრიბუნა, აი, გაეროს ტრიბუნა,  მთელი მსოფლიოს ქვეყნები მონაწილეობენ, დასვით საკითხი, აი, ერთი მხარე, მეორე მხარე, რა გაქვთ სადაო, იქნებ შესაძლებელია ამის მოგვარება, მაგრამ ვხედავთ, რომ არა, მოლაპარაკებები არ ხდება. არც მანამდე, მინსკის ხელშეკრულება იყო და ირღვეოდა, ვინც გარანტი იყო ხელშეკრულების შესრულების, განზე გადგნენ.

არც ეხლა, შეიძლება ფრონტის ხაზზე არავინ ჩადგეს, მაგრამ არის გაეროს ტრიბუნა, სხვა ორგანიზაციების ტრიბუნა…”

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე ტელეკომპანია რიონის ეთერში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share