ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების შეძენა ოთხ დიდ სააფთიაქო ქსელში – „ფარმადეპოში“, „ავერსში“, „PSP“-ში და „იმპექსშია” შესაძლებელი.
მათივე განმარტებით, ერთი მედიკამენტის – „ქსარელტოს“ შეძენა „GPC”-ის და „ფარმსახლის“ მთელ ქსელშია ხელმისაწვდომი.
„თურქეთიდან, ამ ეტაპზე, 50-მდე დასახელების მედიკამენტია იმპორტირებული. პრეპარატებისა და მიმწოდებელი ფარმაცევტული დაწესებულებების სია მუდმივად იზრდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, პრეპარატების ფასი, საშუალოდ, 60-80%-ით შემცირდა“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მედიკამენტების ჩამონათვალსა და აფთიაქების მისამართებს, სადაც მათი შეძენა არის შესაძლებელი გაეცნობით ამ ბმულზე.