პრეზიდენტისა თუ მისი ადმინისტრაციის ტყუილში დადანაშაულება, ზრდილობას მოკლებულია – პასუხის პასუხი მთავრობას

პასუხის პასუხი მთავრობას – პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება განცხადებას, რომ დიპლომატების დანიშვნაზე ადმინისტრაციის მონაცემები რეალობას არ ასახავს და წერს:

“საქართველოს პრეზიდენტისა თუ მისი ადმინისტრაციის ტყუილში დადანაშაულება, რომელიც ზრდილობასაც  და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, იწვევს საზოგადოებაში არასასურველ დაძაბულობას, როცა ჩვენს ირგვლივ ბევრად უფრო საკვანძო საკითხები წყდება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ იმეორებს: 2021 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 21 მარტის ჩათვლით, ელჩის და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნად მთავრობამ პრეზიდენტს წარუდგინა 12 კანდიდატურა და თორმეტივეს დანიშვნის თაობაზე პრეზიდენტის მიერ გამოცემულია შესაბამისი განკარგულება” ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ინტერპრესნიუსმა გამოითხოვა და გაავრცელა, ამის შემდეგ მათ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ უპასუხა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share