”ხელისუფლება არის სუპერმშიშარა – დგას მიკროფონებთან და ეპაექრება ვოლოდიმერ ზელენსკის, რომელსაც ფარაჯა აცვია და ომშია”

”საქართველოს ხელისუფლებამ უნიკალური თვისება გამოაჩინა, რომ ის არის სუპერმშიშარა ხელისუფლება და როდესაც ასეთი მშიშარა ხარ, შენს წინააღმდეგ მაინცდამაინც თოფი, ტანკი და საჰაერო თავდაცვა არ სჭირდებათ” , – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის განცხადება შეაფასა, რომლის თანახმადაც, სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკა რუსეთის შემადგენლობაში იქნება.

„დღეს ამ განცხადებებით, სრულფასოვნად ჰიბრიდული ომია სახეზე. საქართველოზე მიმდინარეობს შეტევა, არა სამხედრო შესაძლებლობების გამოყენებით, არამედ ყველა სხვა, დანარჩენი საშუალების გამოყენებით. რატომ? – რადგან საქართველოს ხელისუფლებამ უნიკალური თვისება გამოაჩინა, რომ ის არის სუპერმშიშარა ხელისუფლება და როდესაც ასეთი მშიშარა ხარ, შენს წინააღმდეგ მაინცდამაინც თოფი, ტანკი და საჰაერო თავდაცვა არ სჭირდებათ, მუდმივად უნდა შეგიძახონ, რომ შეშინებულის მდგომარეობაში იყო. როდესაც ბევრი ფლანგიდან მიმდინარეობს შეტევა და ის სინქრონიზირებულია, საინფორმაციო შტურმს ვგულისხმობ, გაქვს აბსოლუტური რწმენა, რომ ეს არის ორკესტრირებული. ეს არაა, რომ უცებ ბიბილოვმა გამოიღვიძა და დაინახა უკრაინაში რა ხდება“, – განაცხადა ხიდაშელმა.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share