“სურათები ბუჩადან აუტანელია… რუსეთის ხელისუფლებას მოუწევს პასუხი აგოს დანაშაულზე” – მაკრონი

​​საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, კიევის ქალაქ ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობას გამოეხმაურა და დაწერა, რომ რუსეთის ხელისუფლებას მოუწევს დანაშაულზე პასუხი აგოს.

“ჩვენამდე მიღწეული სურათები ბუჩადან, კიევის მახლობლად გათავისუფლებული ქალაქიდან, აუტანელია. ქუჩაში ლაჩრულად მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეები. ჩემი თანაგრძნობა მსხვერპლთა მიმართ, ჩემი სოლიდარობა უკრაინას. რუსეთის ხელისუფლებას მოუწევს პასუხი აგოს ამ დანაშაულზე”,-წერს ემანუელ მაკრონი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share