წილოსანი ბუჩაზე: 24 თებერვლიდან ყველა დღე გლოვის დღეა – ამ დღეზე აპელირება პოპულიზმია

“ბუჩისა და ირპენის კადრები, ის რეალობა, რაც ვნახეთ, ნამდვილად არ წაიშლება ისტორიიდან. ეს არის სასაკლაო, რომელმაც რუსულმა ჯარმა მოაწყო. ნამდვილად, არამხოლოდ დღევანდელი, არამედ ყველა დღე 24 თებერვლიდან მოყოლებული, არის გლოვის დღე. განსაკუთრებულად ამ დღეზე, ან რომელიმე ინიციატივაზე აპელირება, ან რომელიმე ოპოზიციური პარტიის მხრიდან მცდელობა, მიისაკუთრონ თითქოს უკრაინის მხარდაჭერა, არის უბრალოდ პოპულიზმი, არ არის ღირსეული საქციელი იმ მძიმე დღეებში და მძიმე მომენტში, რომელსაც ახლა უკრაინა განიცდის”.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ნინო წილოსანმა. პარტია ლელო ბუჩის ტრაგედიასთან დაკავშირებით 5 აპრილის გლოვის დღედ გამოცხადებას ითხოვს. მოლდოვამ 4 აპრილი უკვე გამოაცხადა გლოვის დღედ. ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ უკრაინის ქალაქ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share