ყოველდღე ახალ-ახალი მარგალიტები მესმის ხელისუფლების უზადო წარმომადგენლებისაგან. “ომი უკვე უბედურებაა, რომ დაიწყო ომი, ეს უკვე დამარცხებაა, იმიტომ, რომ ომი არ უნდა იყოს, ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ იმისთვის, რომ ეს ომი არ შემდგარიყო, მაგრამ შედგა და ახლა უბედურებაში არის და ამას ყველა ვუყურებთ” – განაცხადა კომიტეტის თავჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ. ისევ ყოლიფერს უკრაინელებს აბრალებენ, გულზე ხელები უნდა დაეკრიფათ და უკანალები მიეშვირათ – ეს იქნებოდა საუკეთესო გამოსავალი, ომიც არ იქნებოდა და ქალბატონი ბოლქვაძე და მისი მეინახეები კმაყოფილნი იქნებოდენ. ამ ლოგიკით საქართველოშიც რომ წინააღმდეგობას ჰქონდა ადგილი, ესეც ქართველების ბრალი ყოფილა, რას ერჩოდენ ბოლშევიკებს, წყნარად შემოეშვათ და იქნებოდა მშვიდობა.
წადით რა მიხედეთ საქმეს, იმას რასაც უკეთესად აკეთებთ და ნუ ეტენებით, იქ სადაც არაფერი გაგეგებათ!
შემოსვლისთანავე წითლებმა გურია დაყვეს რვა სამოქმედო რაიონად. მაზრას სათავეში ჩაუყენეს სამაზრო კომიტეტი, რაიონებს რევკომის თავმჯდომარეები. ყველა რაიონში ჩამოყალიბდა მილიციონერთა რაზმები ,,ჩონის” (Части Особого Назначения) სახელწოდებით. ამ რაზმების დანიშნულება მდგომარეობდა კონტრევოლუციონერთა, მენშევიკთა განადგურებაში. თავდაპირველად ჩონის ხელმძღვანელი იყო საშა ობოლაძე, შემდეგ კი ვალიკო ტალახაძე.
როგორც ამბობენ, გურიაში ასეთ სისასტიკეს მოსახლეობისადმი თვით ალიხანოვ-ავარსკი არ იჩენდა. ბოლშევიკები კი თავის გასამართლებლად ის მოჰყავდათ, რომ გურია ცნობილია როგორც მენშევიკური მხარეო, გურიაში მთელი გლეხობა აღდგა ჩვენს წინააღმდეგო, აცხადებდნენ ისინი.
ოზურგეთის მაზრის პოლიტბიუროს უფროსი მელიქიძე სერგო ორჯონიკიძისადმი გაგზავნილ მოხსენებაში 1923 წ. წერდა: ,,(გურია, რომელიც) ,ცოტ-ცოტა ცელქობს, მაგრამ ალბათ მალე მოვა ჭკუაზე… ამხანაგი ობოლაძე როგორც საფრთხობელა, ჩვენს მტრებს არ აძლევს მოსვენებას. ირგვლივ გაისმის მუქარა, ადგილი ჰქონდა ტერორიზებასაც. მაგრამ ხუთეული ისმენს და ხვრეტს. 6 იანვარს დახვრეტილი იქნა 8 კაცი. ამ დღეებში, ალბათ კიდევ დავტკბები ,,ცოცხალი უფასო სურათებით”. დიახ, გადამწყვეტი პოლიტიკა ყოველთვის აძლევდა შედეგებს და არც ახლა უღალატებს ტრადიციებს” საკვდილით დასჯის პროცესი მეტისმეტად გამარტივებული გახდა, ხალხს ხოცავდნენ კონვეირული სისტემით ,,როგორც ხარებს ხოცავენ ჩიკაგოს სასაკლაოზე”. ერთხელ თურმე ობოლაძეს უთქვამს: ,,ერთი ჩავიარო ჯურუყვათში და ჩავხოცო ათი-თორმეტი კაციო”. მისი სახელით ბავშვებს აშინებდნენ ადამიანების წარმოდგენაში ის ადამიანი კი არა, ,,სატანა, კაციჭამია ურჩხული იყო.”
სიკვდილი, კილავ, რუსეთს და მის დამქაშებს!
წიგნიდან რუსულ-ქართული ტერორი.