“ქართული ოცნების” ლიდერი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ უკრაინის დაზვერვის ინფორმაცია საქართველოს გავლით რუსული კონტრაბანდის გატარებაზე იყო ჰაერიდან მოტანილი ცნობა და მიზნად საზოგადოებაში “მინი-აფეთქებების” ისახავდა.
კობახიძე ამბობს, რომ ყველაფრის უკან “ფეიკის დიდოსტატი” ოპოზიციაა, რომელმაც ასეთი განცხადბეები გააკეთებინეს ზელენსკის, შმიგალს, სტეფანჩუკსა და კულებას.
“ჩვენ მოვითხოვეთ მტკიცებულებები წყაროს წარმოდგენა, თუმცა არც ერთი და არც მეორე არ გაუკეთებიათ. ამას აქვს მარტივი მიზეზი, საერთოდ ჰაერიდან იყო მოტანილი ეს განცხადება, იყო აბსოლუტურად პოლიტიკურად მოტივირებული განცხადება და გათვლილი იყო მარტივ რამეზე, რომ შეიძლება, მინი-აფეთქება მოჰყოლოდა საზოგადოებაში, თუმცა საზოგადოება ხედავს ყველაფერს…ის რომ ვერ მივიღეთ ინფორმაცია უკრაინის მხრიდან, მეტყველებს იმაზე, რომ ეს იყო ე.წ. ფეიკი იყო და ფეიკის დიდოსტატები ვინ არიან კარგად ვიცით. ჩვენი ოპოზიცია, რომლებიც იქ არიან ხელისუფლებაში….
არათუ დაზვერვას გააკეთებინეს ასეთი ტიპის განცხადება, თავის დროზე უმაღლეს დონეზე აკეთებინებდნენ ასეთ განცხადებებს: პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა მინისტრი, ყველას გააკეთებინეს ასეთი ტიპის განცხადება აქ არიან რადიკალურ ოპოზიციაში, იქ ხელისუფლებაში ერთი და იგივე ადამიანები და კოორდინაციის ხარისხი არის ძალიან მაღალი”,- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ “იმედის” ეთერში ისაუბრა.