თბილისის საქალაქო სასამართლოში საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაგრძელდება.
სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. დაიკითხებიან საქმის მოწმეები.
პროცესს მიხეილ სააკაშვილიც დაესწრება. ის საზოგადოებას სიტყვით სავარაუდოდ, ამჯერადაც მიმართავს.
უფლებადამცველების შეფასებით, ბრალდება აბსურდულია და ეს საქმე პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი მაგალითია.
“ბრალდება არის აბსურდული, ვინაიდან, არც სამართლებრივ და არც მორალურ ჩარჩოებში არ ჯდება, პრეზიდენტს ედავებოდა სამშობლოში დაბრუნებაზე. მაშინ, როდესაც თავად ქართული ოცნება იყო ის ძალა, რომელმაც დაიწყო დაანონსება პროვოკაციების და კონტრაქციების მიხეილ სააკაშვილის მიერ თვითმფრინავის ბილეთის გასაჯაროების შემდეგ. სხდომას დაესწრება მესამე პრეზიდენტი და როგორც ყოველთვის, ალბათ ისარგებლებს შესაძლებლობით, რომ მიმართოს საზოგადოებას”, – თქვა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
პროცესის პარალელურად სასამართლოს ეზოში მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები შეიკრიბებიან.