ბელარუსის მთავრობამ “არამეგობრული ქვეყნების” სია დაამტკიცა. დოკუმენტში, რომელსაც ხელს ქვეყნის პრემიერმინისტრი, რომან გოლოვჩენკო აწერს, საქართველო არ არის.
სიაში არ არის შეყვანილი უკრაინაც, სადაც ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს მეგობრის, ვლადიმერ პუტინის დავალებით რუსი ოკუპანტები შეიჭრნენ და უკვე 1 თვეზე მეტია, მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავენ.
სიაში შეყვანილია:
- ამერიკის შეერთებული შტატები;
- ევროკავშირის წევრები ქვეყნები;
- დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო;
- კანადა;
- ავსტრალიის კავშირი;
- ლიხტენშტეინი;
- ნორვეგია;
- ახალი ზელანდია;
- ალბანეთი;
- ისლანდია;
- ჩრდილოეთ მაკედონია;
- მონტენეგრო;
- შვეიცარიის კონფედერაცია.
ცნობისთვის, 7 მარტს, “არამეგობრული ქვეყნების” სია დაამტკიცა რუსეთმაც. საქართველო არც ამ სიაში მოხვდა.