მნიშვნელოვანი იყო ჩემი ვიზიტის დაწყება ბუჩადან იმიტომ, რომ ბუჩაში ჩვენი კაცობრიობა გათელეს – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, რომელმაც უკრაინაში ვიზიტი სწორედ ბუჩადან დაიწყო.
“ჩემი გზავნილი უკრაინელი ხალხისადმი არის ის, რომ დამნაშავეები პასუხს აგებენ მთელი სიმკაცრით. თქვენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა. დღეს მე ვარ კიევში, რათა გითხრათ, რომ ევროპა თქვენს მხარესაა” თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ურსულა ფონ დერ ლაიენი და ჯოზეფ ბორელი უკრაინის დედაქალაქში ამჟამად პრეზიდენტ ზელენსკის ხვდებიან.