რუსი პოლიტოლოგი, მიხაილ ტხორევი რუსულ სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ავტომობილის ქართული ნომერი ჩანს ZZ-სიმბოლოებით.
ამ ფაქტს Facebook-ზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მოქალაქეები პოსტებში შსს-ს ნიშნავენ და რეაგირებისკენ მოუწოდებენ:
“რუსი პოლიტოლოგი, რომელმაც ახლახან ოკუპირებული აფხაზეთი მოიარა, თბილისიდან ახალი ნომრებით გვეკაიფება. გვყავს უსაფრთხოება? არა”, – წერენ ფბ-მომხმარებლები.
მისი სოციალური ქსელებიდან ირკვევა, რომ ცოტა ხნის წინ ის ოკუპირებულ აფხაზეთში მართლაც იმყოფებოდა. მან იქ გადაღებული არაერთი ფოტო გამოაქვეყნა.