რუსული სპეცრაზმის ნაწილმა, უარი თქვა მარიუპოლის შტურმში მონაწილეობაზე – უკრაინა

რუსული სპეცრაზმის ნაწილმა, რომელიც სირიაში, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა, უარი თქვა მარიუპოლის შტურმში მონაწილეობის მიღებაზე – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, 2-დან 4 აპრილამდე, ამ დანაყოფმა დაახლოებით 30 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა.

გარდა ამისა, ქალაქ ეკატერინბურგში, რუსულ არმიასთან კონტრაქტის გაფორმებას, რეზერვში მყოფი მოქალაქეების 1%-ზე ნაკლები დათანხმდა.

“397 კანდიდატიდან გასაუბრებაზე მხოლოდ 2 დათანხმდა. უარი თქვა – 52-მა, არ დაუკავშირდა – 203, 140 კანდიდატზე მუშაობა მიმდინარეობს”– წერს უკრაინის ოფიციალური უწყება.

ასევე, მათი ინფორმაციით, უკიდურესად დაბალია უკვე მობილიზებულთა მოტივაციაც. 7 მარტს ნოვოიდარის პოლიკლინიკიდან ლუგანსკის მიმართულებით გაიგზავნა ორი ავტობუსი, დაჭრილი რუსი სამხედროებით, რომელთა უმრავლესობას დაზიანებები ფეხში აღენიშნება. ექიმების თქმით, ჭრილობები დიდი ალბათობით თვითდაზიანების შედეგია იმისთვის, რომ ისინი ფრონტზე აღარ დაბრუნებულიყვნენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share