საფრანგეთში მოღვაწე “AFG”- ის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი ნუგზარ სულაშვილი დედაქალაქის ცენტრალური უბნების კაფე – ბარებში ოკუპანტის ენაზე აჟღერებულ რუსულ სიმღერებსა და საქართველოში რუსების მასობრივ შემოდინებას პირად გვერდზე ეხმაურება და წერს:
“დღეს ირპენში მუჟიჩენკოების ოჯახის 7 გვამი იპოვეს. მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვია.
ამ გვარის სისხლია ჩემს ძარღვებში…
დღეს კიდევ ორი თანამემამულე მოგვიკლეს ღორის შვილებმა…
და ახლა ვუყურებ შარდენის ბარებსა და რესტორნებში, როგორ გუგუნებს რუსული სიმღერები. ვუყურებ რუსების მომღიმარ ბედნიერ სახეებს. ვუყურებ ბათუმის ქუჩებში გადაჭედილ ჩრდილოელ ტურისტებს…
ვუყურებ ბათუმის სასტუმროს საკონფერენციო დარბაზში შეკრებილ შოვინისტებს, თუ როგორ დასცინიან ჩემს ქვეყანას და უკვე ხმამაღლა ვღრიალებ – რატომ?! რატომ თქვენი დედა მოვტყან?!
ვაჟას “სტუმარ მასპინძლის” წამკითხველო და გამზიარებელო, ისევ ვაჟას სიტყვებით გიპასუხებთ:
“მას აღარ ახსოვს ძველთ ფიცი
საქმეში წინამძღოლადა:
“ვინაც მტერს მტრულად არ დახვდეს,
დედა შაერთოს ცოლადა!”
ჰოდა, ამ ხელისუფლების ჩინოვნიკებს და ყველა რუსის მასპინძელს ცოლად შეგერთოთ საკუთარი დედები!!!” – წერს ნუგზარ სულაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში რუსეთისა და ბელარუსის 50 000-მდე მოქალაქეა შემოსული.