ბოლო 24 საათის განმავლობაში, გურიაში კორონავირუსის– 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში COVID-19-ით კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 23 138 ტესტი და დადასტურდა 392 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 131 ადამიანი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 1.69%, ბოლო 14 დღის მანძილზე –  1.82%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.53%.

ინფიცირების 392 ახალი შემთხვევიდან თბილისში 177 გამოვლინდა, აჭარაში – 20, იმერეთში – 43, ქვემო ქართლში – 17, შიდა ქართლში – 28, გურიაში – 31, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 24, კახეთში – 36, მცხეთა-მთიანეთში – 5, სამცხე-ჯავახეთში – 3, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 3 318, საიდანაც 393 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, ხოლო 2 925 – ბინაზე. რეანიმაციულ განყოფილებაში 89 პირი იმყოფება.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 651 969 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 631 846 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 779.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share