”სანამ მე ვცხობრობ ამ ოჯახში, ალტ-ინფოს ოფისი აქ ვერ იფუნქციონირებს” – ეს განცხადება იმ ოჯახში მცხოვრებმა მოქალაქემ გააკეთა, სადაც ამჟამად ალტ-ინფოს ოფისია გახსნილი.
როგორც ილია თაყაიშვილმა თქვა, ალტ-ინფოს წარმომადგენლებმა შეცდომაში შეიყვანეს მისი ბებია და ის დაითანხმეს ოფისის გახსნაზე, თუმცა თვითონ ილია თაყაიშვილი ალტ-ინფოს მის სახლში ფუნქციონირების საშუალებას არ მისცემს.
ამის ნიშნად, ილია თაყაიშვილმა დღეს საკუთარი სახლის შესასვლელში, სადაც ალტ-ინფოს ოფისია განთავსებული, ქართული და უკრაინული დროშები გამოფინა და განაცხადა, რომ ის გმობს რუსეთის სისასტიკეს უკრაინაში და ლოცულობს უკრაინის განმარჯვებისთვის.