ცნობილია საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობა, რომელიც უახლოეს დღეებში უკრაინაში ჩავა. დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს. მის შემადგენლობაში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია – “ნაციონალური მოძრაობა” არ იქნება.
სხვა საპარლამენტო პარტიებიდან დელეგაციაში შევლენ:
- “ქართული ოცნება” – არჩილ თალაკვაძე; ბექა ოდიშარია; დავით სერგეენკო;
- “სტრატეგია აღმაშენებლის” ჯგუფიდან – ხათუნა სამნიძე;
- “ლელო” – ანა ნაცვლიშვილი;
- “გირჩი” – ვახტანგ მეგრელიშვილი;
- “საქართველოსთვის” – გიორგი ხოჯევანიშვილი.
დელეგაცია უკრაინაში, სავარაუდოდ, ხვალ ან ზეგ წავა.