რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაში სამხედრო მოქმედებების მომდევნო ეტაპი ამ კვირას ან მომდევნო კვირის დასაწყისში დაიწყოს, – ინფორმაციას NBC News-ი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც ანონიმურობას ინარჩუნებენ, თქვეს, რომ შტატები მუშაობდა მოკავშირეების დასარწმუნებლად, მეტი საბრძოლო მასალა გაგზავნონ უკრაინაში, რათა რუსეთის თავდასხმის დროს, რაც მათივე თქმით, შესაძლოა, უახლოეს დღეებში მოხდეს, უკრაინელებს მარაგები არ ამოეწუროთ.
ცნობისთვის, 16 აპრილს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში განაცხადეს, რომ რუსი ოკუპანტები ემზადებიან შეტევის განახლებისთვის სლავიანსკის, კურახივისა და ავდეევკას მიმართულებით.