რუსეთი ერთგული რჩება თავისი ძალისხმევის, აიძულოს უკრაინა, უარი თქვას ევროატლანტიკურ ორიენტაციაზე, რათა განამტკიცოს მისი რეგიონული დომინანტობა. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის უახლეს ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, რუსული ძალები აგრძელებენ საბრძოლო და დამხმარე ტექნიკის გადანაწილებას ბელარუსიდან აღმოსავლეთ უკრაინაში, რაც მოიცავს ხარკოვისა და სევერდონეცკის სიახლოვეს არსებულ ლოკაციებს.
„რუსული არტილერია აგრძელებს უკრაინული პოზიციების დამუშავებას ქვეყნის აღმოსავლეთში, სადაც რუსეთი თავისი შეტევის განახლებას გეგმავს.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ოპერაციულმა ფოკუსმა უკრაინის აღმოსავლეთით გადაინაცვლა, რუსეთის საბოლოო სამიზნე უცვლელი რჩება. ის ერთგული რჩება თავისი ძალისხმევის აიძულოს უკრაინა უარი თქვას ევროატლანტიკურ ორიენტაციაზე და განამტკიცოს მისი რეგიონული დომინანტობა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.