მილიონობით ლარის არამიზნობრივი ხარჯვა და დარღვევები სახელმწიფო უწყებებში – აუდიტის სამსახური მორიგ დასკვნას ასაჯაროვებს. ყველაზე სკანდალური ამ დოკუმენტში რუსთავის მუნიციპალიტეტისა და ძიუდოს ფედერაციის მიერ გახარჯული თანხებია.
მოკვლევით დადგინდა, რომ ბიუჯეტის ანგარიში ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს, გიორგი ათაბეგაშვილს საკუთარ პლასტიკურ ბარათზე აქვს მიბმული და ისე ხარჯავს, როგორც უნდა. სხვადასხვა მომსახურებაში გახარჯულია 25 000 ლარი, რომლის მიზნობრიობას აუდიტი ვერ ადგენს. ამასთანავე ძიუდოს ფედერაციას სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში და საზღვარგარეთაც ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული და არ არის დადგენილი რატომ გაუფორმა ამა თუ იმ სასტუმროს კონკრეტული მოცულობის ხელშეკრულებები.
რაც შეეხება რუსთავს, 2019-2020 წლებში ტენდერების გაფორმების შემდეგ, უმრავლესობა მოსახლეობამ დაგვიანებით მიიღო.
ამასთან, მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა 70-77-ით აღემატებოდა საქართველოს მთავრობის მიერ რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ საკუთარი საქმიანობის რეკლამისათვის დახარჯა სულ 394.1 ათასი ლარი. აუდიტის ჯგუფი ვერ დარწმუნდა, რამდენად აუცილებელი იყო მუნიციპალიტეტის მიერ ზემოაღნიშნული მომსახურების შესყიდვა. გარდა ამისა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დააფინანსეს არასოციალური რეკლამა, რაც ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს.
აუდიტის დასკვნის მიხედვით, ქართული ოცნების ადგილობრივმა ხელისუფლებამ პრემია-დანამატების სახით ნახევარ მილიონ ლარზე მეტი აიღეს.