რუსეთის შეუბრალებელი თავდასხმა ქალაქ მარიუპოლზე და მოსალოდნელი რუსული დანაშაულის ზრდა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, შემდგომ დიპლომატიურ მოლაპარაკებებს შეუძლებელს გახდის – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“ჩვენი ბიჭების განადგურებას მარიუპოლში – იმას, რასაც ახლა ისინი აკეთებენ, შეუძლია მოლაპარაკებების ნებისმიერ ფორმატს ბოლო მოუღოს”, – თქვა ზელენსკიმ.
მანვე აღნიშნა, რომ ღია იყო რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან საუბრისთვის, რაც უკვე ნაკლებად სავარაუდოა, რადგან რუსეთი აგრძელებს მის მიერ დაწყებული ომის ესკალაციას. თუ უფრო ცხადი გახდება რუსული ომის დანაშაულები “მოლაპარაკებების გამართვის არანაირი შანსი არ იქნება”, – თქვა მან.