“ქვეყნის დაცვის და გადარჩენის პარტია ვართო?!” – თალაკვაძემ “ომის პარტიის მიღწევები” ჩამოწერა

არჩილ თალაკვაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. თალაკვაძემ პასუხად, ფეისბუქზე ჩამოწერა “ომის პარტიის მიღწევები” და ისევ “9 წელი” გაიხსენა:

“ომში თქვენგან მიტოვებული ჩვენი გმირი ჯარისკაცები; ევაკუაციის გარეშე დატოვებული მოსახლეობა; გორში, ერთ შენობაში მიყვანილი ახალგაზრდა რეზერვისტები, რომლებიც იღბლის გამო გადაურჩნენ ერთად დაბომბვას; თავდაცვისთვის განკუთვნილი თანხების დატაცება; თბილისის ბიუჯეტის მასშტაბური ძარცვა; ღამღამობით, პროკურატურაში მიყვანილი ბიზნესმენები, რომლებმაც მთელი ქონება “აჩუქეს” სახელმწიფოს; დაპატიმრებული ჟურნალისტები, რეიდები ტელევიზიებში და ბოლოს “ანტენების” დაპატიმრებაც; პირადი ცხოვრების ამსახველი ათასობით ჩანაწერი და ადამიანების შანტაჟი; არაერთგზის თავხედურად გაყალბებული არჩევნები; ყოველ წელს წამების, არაადამიანური მოპყრობის და მკურნალობის შეზღუდვის გამო გარდაცვლილი 140-144 პატიმარი; გატაცებული და დახვრეტილი მოქალაქეები, რომლებიც როგორც გამოძიებით გაირკვა, ზღვაში ჩაძირეს; სტრასბურგის სასამართლოში შესული ათასობით საჩივარი და სახელმწიფოს მიერ წაგებული საქმეები; რუსეთზე მიყიდული სტრატეგიული ობიექტები; პოლიტიკური და საინფორმაციო თავდასხმები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებზე და ელჩებზე – მათი დადანაშაულება არნახული უტიფრობით – ეს არის ომის პარტიის “მიღწევები” მოკლედ. ქვეყნის დაცვის და გადარჩენის პარტია ვართო?!” წერს თალაკვაძე.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share