აშშ-ის ექსპრეზიდენტის ბარაკ ობამას ადმინისტრაციის თავდაცვის მდივანმა ლეონ პანეტამ ტვ ფორმულასთან საუბარში რუსეთსა და მისი აგრესიით დაზარალებულ ქვეყნებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პუტინმა აშშ-სგან სისუსტე იგრძნო. მისი თქმით, სწორედ ამით ისარგებლა, როცა შეიჭრა საქართველოში:
“ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო შეერთებული შტატებისა და ნატოს მოკავშირეებისთვის, რომ გაერთიანებულიყვნენ და პუტინისთვის ძალიან ნათელი სიგნალი გაეგზავნათ – რომ თუ ნამდვილად შეიჭრებოდა, მას ამის გამო საფასურის გადახდა მოუწევდა. სამწუხაროდ პუტინმა აშშ-ის მხრიდან წლების განმავლობაში გამოჩენილი სისუსტე იგრძნო, ამით ისარგებლა მაშინ, როდესაც შეიჭრა საქართველოში, ყირიმში, ასევე სირიასა და ლიბიაში, და მაშინ როდესაც არჩევნების დროს შეერთებული შტატების წინააღმდეგ ძალიან გამბედავი კიბერშეტევა განახორციელა. მას ამის საზღაური არ გადაუხდია. ის ფიქრობდა, რომ ეს შეჭრაც ასე ჩაივლიდა და პასუხს არავინ მოსთხოვდა. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ შეერთებულ შტატებსა და ჩვენს მოკავშირეებს ძალიან ცხადად ეთქვათ, რომ მას ფასის გადახდა მოუწევდათ, რაც გამოიხატა სანქციების დაკისრებაში, ასევე უკრაინისთვის იარაღის სახით გაწეულ დახმარებაში” – აღნიშნა პანეტამ.
წყარო: ტვ ფორმულა