“არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ როგორი განწყობაა საქართველოს საზოგადოებაში უკრაინელების მიმართ, ამას არ მალავენ უკრაინელები. სავარაუდოდ, ჩემი აზრით, არ არის ალტერნატიული ქვეყანა, სადაც ისე ექცეოდნენ უკრაინელ მოქალაქეებს, როგორც ჩვენთან, ესეც რა თქმა უნდა კარგად უნდა გაითავისოს. ელჩის გაწვევა რა თქმა უნდა შეცდომა იყო. რაც უფრო სწრაფად დავივიწყებთ თუ რამე წყენა გვაქვს, უფრო სწრაფად განვითარდება ჩვენი ქვეყნები და დადგება მშვიდობა”.
თქვა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.