“რუსეთის დაკვეთით კლავენ…სიჩუმე დანაშაულია!”- სოფო ჯაფარიძე სააკაშვილის გადასაყვანად უცხოურ კლინიკებთან მოლაპარაკებებს იწყებს

საკრებულოს დეპუტატმა  და “მედგიდის” დამფუძნებელმა სოფო ჯაფარიძემ მიხეილ სააკაშვილის გადასაყვანად უცხოურ კლინიკებთან მოლაპარაკებები დაიწყო. ჯაფარიძე ამბობს, რომ ის ხელსიუფლებას ყველა წინადადებას შესთავაზებს იმისთვის, რომ სააკაშვილის სიცოცხლე გადაარჩინოს.

ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ციხეში რუსეტის დაკვეთით კლავენ.

რუსთავის ციხეში ჩვენ ვუყურებთ რუსეთის დაკვეთით როგორ კლავენ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს,ვინც კონსილიუმის დასკვნა მოისმინა ამაში დამეთანხმება ყველა. ახლა სიჩუმე არის დანაშაული და აღარ არის დრო მხოლოდ განცხადებების უნდა გადავიდეთ მოქმედებაზე. მე დავიწყე აქტიური მოქმედებები მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სმაკურნალოდ გადაყვანისთვის. სამწუხაროდ, აქ ამ ციხეში,ჩვენ ქვეყანაში  შეუძლებელია, მისი მკურნალობა. დავიწყე აქტიური მოალაპრაკებები უცხოურ კლინიკებთან, ყველა წინადადებას შევთავაზებ ხელისუფლებას და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის,რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანა, რადგან ნებისმეირ წუთს შეიძლება დადგეს გამოუსწორებელი შედეგი“, – ამბობს სოფო ჯაფარიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share