სასამართლომ დიღმელაშვილის განცხადება ცილისწამებად მიიჩნია და მას წილოსანისთვის 100 ლარის გადახდა დააკისრა

GDI-ის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზაალ მარუაშვილმა დააკმაყოფილა “ქართული ოცნების” დეპუტატის, ნინო წილოსანის სარჩელი სამოქალაქო აქტივისტის, შოთა დიღმელაშვილის წინააღმდეგ.

სასამართლოს აზრით, დიღმელაშვილის განცხადება, რომ დეპუტატი შპს “სანოს” “კრიშაა”, ცილისწამებაა.

“სასამართლოს გადაწყვეტილებით შოთა დიღმელაშვილის მიერ გავრცელებული განცხადება, რომ ნინო წილოსანი არის შპს “სანოს” მფარველი, ე.წ კრიშა ცილისმწამებლურია და არღვევს მის პატივსა და ღირსებას.

მიღებული გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ ხელისუფლება აგრძელებს ქვეყანაში კრიტიკული მოსაზრებების ჩახშობას”, – წერს GDI.

შოთა დიღმელაშვილი წერს, რომ სასამართლომ ნინო წილოსანისთვის 100 ლარის გადახდა დააკისრა, მას შემდეგ, რაც მორიგებაზე უარი განაცხადა. დიღმელაშვილი აპირებს, რომ დავა სააპელაციოში გააგრძელოს. მის უფლებებს GDI იცავს.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share