ერთერთი ფეისბუკმომხმარებლის მტკიცებით, ასეთი ამბავი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ საჭამია სერში ხდება, სადაც საჭამიასერის ტერიტორიულ ორგანოში რწმუნებული, არც მაჟორიტარ დეპუტატს და არც მისივე მოადგილეებს არ ელაპარაკება.
თავის მხრივ რწმუნებულს არც დეპუტატი და მოადგილეები ელაპარაკებიან და მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ ერთმანეთს არც მოადგილეები ეკონტაქტებიან და არც დეპუტატი მოადგილეებს:
“პირველი შემთხვევაა მსოფლიო ისტორიაში გამგებელი, სამი მოადგილე -სპეციალისტი და დეპუტატი ერთმანეთთს არ ელაპარაკებიან. საჭამიასერის მთავრობაში ლაივში მიმდინარეობს კრილოვის იგავ -არაკი ,,გედი, კალმახი და კიბო”
ოღონდ ძალიან ეჭვი მეპარება წაკითხული კი არა, გაგონილი ქონდეთ როლებში: მომაკვდავი გედი-ელზა თავის გიო-ანა კადრებით, ზაკუნა-კალმახი, ოღონდ ცურვა არ იცის და კიბო-დიდი გივი გიაკო დუდუჩავა ჯერ კაბინეტის გასაღები არ მიუციათ რა გჭირთ ტოოოო”
წერს ადგილობრივი, ფეისბუკმომხმარებელი თამარ ხუნდაძე.