მოქალაქე რომელმაც შეძენილ ტორტში მავთული აღმოაჩინა ირწმუნება, რომ პროდუქციის გამომშვებმა კომპანია „სანდომმა“ ტორტის საფასური უკან დაუბრუნა და კონფლიქტს ამოწურულად თვლის.
გასულ კვირას, ფეისბუკ მომხმარებელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მის მიერ კომპანია „სანდომში“ შეძენილ ტორტში მავთული აღმოაჩინა:
„საღამომშვიდობისა მეგობრებო, სრული შოკი მაქვს, მარკეტში სადაც, დღეს შევიძინე ტორტი, შიგნით აღმოჩნდა მავთული, ხალხნოოო მავთული!! აი არ ვიცი ამას რა დავარქვა
მადლობა უფალს ბავშვებს არ შეხვდათ და არ დავიღუპე“ – წერს ფეისბუკმომხმარებელი ნიკით „ელე ნე“ და აქვეყნებს მავთულის ფოტოს.
თუმცა მოგვიანებით, თვითონვე ასევე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას, რომ, კომპანია „სანდომმა“ მას ტორტში გადახდილი თანხა უკან დაუბრუნა და „ელენე“ მომხდარს ამოწურულად თვლის:
„საღამო მშვიდობისა მეგობრებო და არამარტო. ძაან დამღალეთ ყველამ, ვინც შ.პ.ს. სანდომის შესახებ მიკავშირდებით, ჩარიეთ უამრავი ადამიანი, რათა პოსტი ავიღო და სახელი არ შეელახოს და ა.შ
მართლა მაინტერესებს, თქვენ რომ მსგავსი ფაქტი მოგსვლიდათ და იმის საშიშროება ჰქონოდა თქვენს შვილებს, რომ იმ რკინით უბედურება დაგვმართოდა, მაშინაც ვიღაცა მეზობლის მულიშვილის დედამთილის ხათრით გაჩუმდებოდით?!
ვიყავი მარკეტში, მივიტანე ის ტორტი და დამიბრუბდა თანხა.
ამოვწუროთ ეს თემა რა, მომბეზრდა…
კიდევ ვინ უნდა დამიკავშირდეს? დარჩით ვინმე?!
და კიდევ, ამხელა კაცებს მართლა არ გრცხვენიათ რომ მირეკავთ 24/7 და იი პოსტი წაშალეეე.
ოკ.
უეჭველი.
დეელოდეთ“ წერს ‘ელე ნე“