თბილისის საქალაქო სასამართლოში, ცოტა ხნის წინ დასრულდა მესამე პრეზიდენტის მორიგი სასამართლო პროცესი 7 ნოემბრის საქმეზე. უფლებადამცველმა ნიკა გვარამიამ მოსამართლეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა “მიიღოს სპეციალური დავალებები პენიტენციურ ორგანოსთან დაკავშირებით, სპეციალური სახელობითი მითითებებით და არა ზოგადი მითითებით”.
ასევე, პროცესზევე გამოკითხოს ექსპერტები და ექიმები. მოსამართლემ შუადგოლობას შემდეგნაირად უპასუხა:
“სასამართლოს შეუძლია ასეთი რამ გააკეთოს, რომ ის განჩინების ფარგლები, რაც ჩვენ 23 თებერვლის სხდომაზე გვაქვს მიღებული, დამატებით, წერილის სახით მივმართავთ ახლა პენიტენციურ დაწესებულებას და მოვითხოვთ მითითებს, რომ განჩინებიდან გამომდინარე, იმ ფარგლებში უზრუნველყონ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სათანადო ზომების მიღება რაც გვაქვს, პროცედურულად ასევე მოვითხოვთ, რომ განემარტოს და აუცილებლად იქნეს დოკუმენტი წარმოდგენილი, შემდეგ სასამართლო სხდომაზე, რომ ჩვენ შევძლოთ, თუ კონკრეტული პირი არ გამოცხადდება და ვერ გამოცხადდება, მაგრამ მე ვფიქრობ ის შეძლებს გამოცხადებას შემდეგ სასამართლო სხდომაზე, როცა იქნება, რომ ჩვენ უფლებამოსილი ვიყოთ”, – თქვა მოსამართლემ, ნინო ელიაშვილმა.
კოლეგიამ აღნიშნა, რომ საკითხზე მომდევნო სხდომაზეც იმსჯელებენ. შემდეგი სასამართლო პროცესი ამ საქმეზე 20 მაისს, 3 საათზე ჩაინიშნება.