პრესსამსახურის ინფორმაციით, პარლამენტის წევრი, ელისო ბოლქვაძე იტალიის საკონცერტო დარბაზის – Santa Cecilia Hall-ის პრეზიდენტს, მიკელე დალ’ონგაროს შეხვდა.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ შეხვედრაზე სახელოვნებო განათლების რეფორმაზე და კულტურის სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობასა და კანონპროექტებზე ისაუბრეს.
“ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობასა და ორი ქვეყნის ახალგაზრდა მუსიკოსების ერთობლივ პროექტებში ჩართვის შესაძლებლობაზე. საუბარი შეეხო ბათუმის საერთაშორისო მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალს, რომლის ფარგლებშიც ერთი დღე სწორედ საქართველო-იტალიის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლის იუბილეს მიეძღვნება. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა კულტურული დიპლომატიის მნიშვნელობაზე.
აღვნიშნეთ, რომ ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს დაგეგმილი აქვს მთელი რიგი რეფორმები, რათა კიდევ უფრო გაღრმავდეს კულტურული ურთიერთობები”. – თქვა ბოლქვაძემ.