“ხალხი ავტოგრაფს სთხოვდა, ეხუტებოდნენ” – მარგარიტა სიმონიანი სოლოვიოვის მარიუპოლში ვიზიტზე წერს და ფოტოებს აქვეყნებს

კრემ­ლის პრო­პა­გან­დის­ტი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ვლა­დი­მერ სო­ლო­ვი­ო­ვი მა­რი­უ­პოლ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. აღ­ნიშ­ნუ­ლის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და.

სო­ლო­ვი­ო­ვის ფო­ტო­ებს პუ­ტი­ნი­სა და კრემ­ლის კი­დევ ერთი მე­ხოტ­ბე, მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ა­ნიც აქ­ვეყ­ნებს და წერს, რომ სო­ლო­ვი­ოვს ქა­ლაქ­ში ხალ­ხი ეხუ­ტე­ბო­და.

“ვლა­დი­მერ სო­ლო­ვი­ო­ვი მა­რი­უ­პოლს ეწ­ვია და ის იმ­ყო­ფე­ბო­და მე­ტა­ლურ­გი­ულ ქარ­ხა­ნა­ში, ასე­ვე სა­ზღვაო პორ­ტში. ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში მო­სახ­ლე­ო­ბას გა­ე­სა­უბ­რა. ვლა­დი­მერ რუ­დოლ­ფო­ვი­ჩი, მი­უ­ხე­და­ვად აღ­ჭურ­ვი­ლო­ბი­სა, იც­ნეს, ავ­ტოგ­რა­ფე­ბი სთხო­ვეს და ეხუ­ტე­ბოდ­ნენ.

ეს ვლა­დი­მერ სო­ლო­ვი­ო­ვის პირ­ვე­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბაა დონ­ბას­ში და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბოლო არ არის“, – წერს მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ა­ნი “ტე­ლეგ­რა­მის” ოფი­ცი­ა­ლურ არხზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share