9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა

9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ, მას შემდეგ გამოცხადდა, რაც 1945 წლის 8 მაისს, გერმანიამ კაპიტულაცია გამოაცხადა და მეორე მსოფლიო ომი დასრულდა.

მეორე მსოფლიო ომმა საქართველოზე მძიმე კვალი დატოვა – ჩვენმა ქვეყანამ 300 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა.

ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ომის ვეტერანები ტრადიციულად თბილისში, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან აღნიშნავდნენ ხოლმე, თუმცა წელს, შარშანდლის მსგავსად, ვაკის პარკში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგება ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში იქნება შესაძლებელი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share