საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი უარს ამბობს გარკვეული ტიპის მზრუნველობის მიღებაზე, რომელსაც მას პენიტენციური დაწესებულება უწევს და სთავაზობს.
წულუკიანი იმედოვნებს, რომ მესამე პრეზიდენტი საკუთარ თავს დახმარებას აღმოუჩენს და იმკურნალებს იმ გეგმით, რომელსაც პენიტენციური სამსახური სთავაზობს.
“იმედი მაქვს რომ, ბატონი სააკაშვილი შეიცვლის თავის პოზიციას დაემორჩილება მკურნალობის იმ გეგმას, რომელიც პენიტენციურ სამსახურს აქვს და ის თავადვე აღმოუჩენს საკუთარ თავს დახმარებას, რომლის გარეშეც პენიტენციური სამსახური ვერაფერს გახდება”, – განაცხადა წულუკიანმა.