ივანიშვილი საკუთარ ინტერესებს წირავს ქვეყნის ინტერესებს, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა გადაცემაში „უცნობის კიდობანი“.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ფაქტს ისე გვანახებს, თითქოს ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ფულის გამო წირავს ქვეყანას, სინამდვილეში კი პირიქით არის, ის მის აქტივებს, მატერიალურ კეთილდღეობას რისკავს ქვეყნის ინტერესებისთვის.
“ვინ გველაპარაკება ამას? „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი, რომლებმაც პირდაპირ ძალაუფლების და ფულის გამო გაყიდეს ქვეყანა. გაყიდეს გარეჯი, გაყიდეს ახალგორი, გაყიდეს კოდორი, ყველაფერი გაყიდეს, ძალაუფლების და ფულის გამო და ეს ხალხი გვეუბნება ივანიშვილზე, რომელმაც უცხო ქვეყანაში ფული იშოვა და მერე საქართველოში დახარჯა, რომ თურმე საქართველოს ინტერესებს წირავს საკუთარი ფულის გამო“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.