მარიუპოლში აზოვის პოლკის ჯარისკაცები შეტევაზე გადავიდნენ და „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე რუსები მანამდე დაკავებული ტერიტორიების ნაწილებიდან განდევნეს, – ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
„სრულმასშტაბიანი ომის 78-ე დღეს, სრული ალყის პირობებში, მიუხედავად უკიდურესად მძიმე ვითარებისა, საბრძოლო მასალის ნაკლებობისა და დაჭრილთა დიდი რაოდენობისა, აზოვის პოლკის ჯარისკაცები აგრძელებენ მტრის დარტყმას მანამდე დაკავებულ პოზიციებზე.
მარიუპოლის დამცველები შტურმით უტევენ მტრის პოზიციებს, აკეთებენ შეუძლებელს, მიუხედავად მტრის მიერ ავიაციის, არტილერიის, ტანკებისა და სხვა იარაღის მუდმივად გამოყენებისა.
რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენი ჯარისკაცების ბრძოლა უკრაინისთვის ბოლომდე გრძელდება“, – აღნიშნავენ აზოვის პოლკში.