თუ ის მიაჩნიათ პრობლემად, რომ საქართველოში „მეორე ფრონტის“ ხაზი არ იხსნება, ცხადია, ეს უგუნურებაა ”

ზურა ხაჩიძე, რომელიც ამჟამად სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის მოადგილე გახლავთ, პოლიტიკურ საკითხებზე ჟურნალ „გზის“ შეკითხვებს პასუხობს.

ის აღნიშნავს, რომ სრულად იზიარებს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებით. „ახლა მთავარია, სიმშვიდე შევინარჩუნოთ, ვიყოთ ფრთხილები, მაგრამ ყველა საერთაშორისო ტრიბუნაზე უნდა გავატაროთ უკრაინის მხარდამწერი მკაცრი პოზიცია…“, აღნიშნავს მომღერალი.

„პრემიერმა ღარიბაშვილმა არაპოპულარული განცხადება გააკეთა, როდესაც თქვა, რომ სამშვიდობო პოლიტიკას გაატარებს, მაგრამ რაც უნდა აკრიტიკონ პრემიერის ეს განცხადება, მას მხარს ვუჭერ: ღარიბაშვილმა ის თქვა, რასაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს…

ვერ დავეთანხმები ოპოზიციას, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ უკრაინას მხარი არ დაუჭირა. თუ ის მიაჩნიათ პრობლემად, რომ საქართველოში „მეორე ფრონტის“ ხაზი არ იხსნება, ცხადია, ეს უგუნურებაა – უგუნური უნდა იყოს ადამიანი, რომ თავისი ქვეყანა საომარ მოქმედებებში ჩართოს. ახლა ჩვენს ქვეყანას სიმშვიდე და სტაბილურობა სჭირდება. მხოლოდ ასე წავალთ წინ და ასე დავიმკვიდრებთ ჩვენს ადგილს მსოფლიო თანამეგობრობაში. მე იმ თაობას ვეკუთვნი, რომელმაც ოთხი ომი ნახა და კარგად იცის, ეს რას ნიშნავს…“

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share