”ძვირფასო პრემიერ მინისტრო,
ბიძინა ივანიშვილის მიერ ქველმოქმედებისთვის გაღებული დოლარების თვლის ნაცვლად, რატომ არ ითვლით იმ ზარალს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო ბოლო 10 წელიწადში საქართველოს მიადგა?
2004-2012 წლებში სააკაშვილის მმართველობის დროს, საქართველოს მშპ 4-ჯერ გაიზარდა და 4 მილიარდიდან 16 მილიარდი შეადგინა.
2013 წლიდან და ივანიშვილის მმართველობის 10 წლის შემდეგაც, საქართველოს მშპ ისევ 16 მილიარდი დოლარია, რაც 2012 წლის ნიშნულს უდრის.
თუ გავითვალისწინებთ ივანიშვილის მიერ საქართველოსთვის მიყენებულ ზარალს, მშპ-ს წლიური ზრდის მხოლოდ 5%-იანი ზარალის გათვალისწინებით, ქვეყნის ზარალი 10 მილიარდ დოლარს შეადგენს.
კონკრეტულ ადამიანებზე საქველმოქმედო თანხის დარიგებისა და არენების და ძეგლების აშენების გარდა, ბატონი ივანიშვილი ქვეყნის ეკონომიკას წინ თუ წაწევდა, ათიათასობით ქართველი ახლა სიღარიბეში არ იქნებოდა.
კეთილი სურვილებით თქვენი, ფადი ასლი.”
მიმართავს საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) თავმჯდომარე ფადი ასლი.