რუსმა მსახიობმა ლია ახეჯაკოვამ განაცხადა, რომ დაიღალა რუსეთის მიერ გაჩაღებული ომით და სურს, გამარჯვების შემდეგ რაც შეიძლება მალე ჩავიდეს უკრაინაში.
“იმდენად დავიღალე ამ ომით, რომ კომენტარის გაკეთებაც აღარ მინდა. დავიღალე რუსეთის ამ წარმოსახვითი სიდიადეებით, ჩემი “მიწებისთვის” ბრძოლით. დავიღალე პუტინით. მშვიდობა მინდა, სითბო, სიმშვიდე. მინდა ვნახო ცოცხალი ხალხი, ჯანმრთელი და მხიარული”, – წერს ახეჯაკოვა “ინსტაგრამზე.”
მსახიობი აღნიშნავს, რომ როცა უკრაინა გაიმარჯვებს, სურს, იქ ჩავიდეს. როგორც ის წერს, უკრაინელები ახლა “ორ ფრონტზე იბრძვიან”
ლია ახეჯაკოვა ერთ-ერთი პირველი იყო რუსი მსახიობებიდან, რომელმაც რუსეთი ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში დატოვა და ახლა ევროპაში ცხოვრობს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობმა უკრაინის არმიას $10 000 გადაურიცხა…
კვირის პალიტრა