უკვე მეოთხე დღეა, მიხეილ სააკაშვილი „ვივა მედის“ კლინიკაში იმყოფება. მასთან დღეს პირადი ექიმი და ალტერნატიული კონსილიუმის წევრები ისევ არ შეუშვეს. მათ ბოლო ცნობები ჩატარებულ კვლევებსა და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთნ დაკავშირებით კლინიკა ვივა მედის ექიმებისგან მიიღეს.
“ჩვენ ავადმყოფი არ გვინახავს. დღესაც არ შეგვიშვეს. დიდი იმედი გვაქვს, რომ ხვალ მოხდება ბოლოს და ბოლოს ჩვენი შესვლა და პრეზიდენტის ნახვა. ექიმებმა რაც გვითხრეს, არის ის, რომ მისი მდგომარეობა არის რთული. აქვს საჭმლის მიუღებლობა. ე.ი. საჭმელს არ იღებს რამდენიმე დღეა. რაც კლინიკაშია, საჭმელი არ მიუღია.
აქამდე მხოლოდ სისხლის ანალიზი ჩატარდა. აღმოჩნდა, რომ გასაკეთებელია კიდევ დამატებითი, ვიტყოდი, რომ რთული კვლევები. რთული მდგომარეობაა, რა სიმპტომებიც გვქონდა და რაზეც გიყვებოდნენ მანამდე ექიმები, ის ყველაფერი რჩება. ამას ემატება პლუს ის, რომ 4 დღეა კიდევ არ ჭამს საკვებს, – ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე.