საქართველო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფონზეც კი არ ირჩევს დემოკრატიას, არამედ პუტინის სტილის გზას – იუკნევიჩიენე გვარამიას დაპატიმრებაზე

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას დაპატიმრებას ეხმაურება და მმართველ პარტიას კითხვით მიმართავს, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საქართველო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფონზეც კი არ ირჩევს დემოკრატიას.

ევროპარლამენტარი ასევე დაინტერესდა მსგავსი ნაბიჯებით იგეგმება თუ არა საქართველოს ევროკავშირში წევრობის კანდიდატობის საბოტაჟი.

„ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფონზეც კი არ ირჩევს დემოკრატიას, არამედ პუტინის სტილის გზას ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ნებისმიერ ფასად შესანარჩუნებლად? ეს იმას ნიშნავს, რომ მას ასეთი ქმედებებით სურს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის საბოტაჟი?“- აცხადებს იუკნევიჩიენე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share