ცნობილი რუსი ფეხბურთელი, კიევის “დინამოს”, “მანჩესტერ იუნაიტედისა” და რუსეთის ნაკრების ნახევარმცველი ანდრეი კანჩელსკისი უკრაინაში შეჭრის გამო რუსული ფეხბურთის საერთაშორისო ასპარეზობებიდან მოკვეთის ფაქტს აფასებს.
ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად სწორია რუსეთის საფეხბურთო ნაკრების ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება, რომ გუნდის შეკრებები აღარ გაიმართება, ცნობილი ფეხბურთელი ასე პასუხობს:
“რა საჭიროა, რა აზრი აქვს, რატომ შევკრიბოთ ბიჭები უაზროდ? როცა დაგვრთავენ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის ნებას, მაშინ შევკრიბოთ ფეხბურთელები.
დაივიწყეთ, 30 წელი რუსეთის ნაკრები ვერსად ითამაშებს. უბედურება მოვიდა. ასე მოხდა.
ჩვენ უბრალოდ მოგვკლეს და გაგვანადგურეს! უფსკრულში ვართ! იცით ასეთი სიტყვა?” – განაცხდა კანჩელსკისიმ.