“ბიძინა, მზადაა დაელოდოს რამდენ ხანს გააგრძელებს Credit Suisse-ი ასეთ ქმედებას” – ივანიშვილის სპიკერი

ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სპიკერი Credit Suisse-ის წინააღმდეგ არსებულ საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“ბოლო სამი წლის განმავლობაში შვეიცარელმა მოსამართლემაც კი დაამტკიცა სასამართლოს განაჩენი, რომ Credit Suisse-ი ვალდებულია თაღლითობით მოპოვებული თანხები დაზარალებულ კლიენტს დაუბრუნოს. თუმცა, ბანკმა სასამართლო გამოიყენა, რათა სრულად გადახდა თავიდან აერიდებინა”. – ამბობს ივანიშვილის სპიკერი.

ივანიშვილის სპიკერის თქმით, ბანკმა, როგორც ფინანსურმა ინსტიტუციამ, კლიენტის წინაშე საკუთარი ვალდებულებები უნდა აიღოს.

“Credit Suisse-ს სასამართლომ უნდა აიძულოს მოპარული თანხების გადახდა, მესამე პირების მიერ ანაზღაურების მიუხედავად. მისთვისაც, ვისაც ფინანსების სამართლის ელემენტარული ცოდნა გააჩნია, სავსებით ცხადია, რომ ბანკის მიერ კლიენტისთვის ვალის გადახდაზე პასუხისმგებელი Credit Suisse-ი არის. გადასახადი არ უნდა იყოს დამოკიდებული დამნაშავე თანამშრომლებზე, მათ უფროსებზე ან მართლაც მისტიკურ მესამე პირებზე, ბანმკმა, როგორც ფინანსურმა ინსტიტუციამ და კლიენტის ფინანსური უსაფრთხოების უზრუნველმყოფმა, უნდა აიღოს საკუთარი ვალდებულებები. ეს ზოგადი პრინციპი განვითარებად ქვეყნებშიც კი დაცულია და განაჩენის ფორმულირებამ, პრაქტიკულად, უკანონობა გაამართლა”.

“ივანიშვილმა იცის, რომ მას შეუძლია სასამართლოს თავდაპირველი გადაწყვეტილების გადახედვა მოითხოვოს, თუმცა ის მზადაა დაელოდოს, თუ რამდენ ხანს გააგრძელებს Credit Suisse-ი მსგავს ქმედებას. კლიენტმა იცის, რომ მას შეუძლია მოპარული თანხების კომპენსაციის მიღება სასამართლოს თავდაპირველი პოზიციის გადახედვის მოთხოვნით, თუმცა ის მზადაა დაელოდოს, თუ რამდენ ხანს გააგრძელებს ბანკი ასეთ ქმედებას”. – დასძინა ივანიშვილის სპიკერმა.

facebook sharing button
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share