“დვალი ტუტ” . – დავით დვალმა “მთავარ არხს” 10 000 გადაურიცხა.
“მოკლედ დვალი ტუტ, 10 000 ტუტ… დიდი პატივია ჩემთვის, რომ ამ მებრძოლ კოლექტივს ამოვუდგე გვერდში ყველაზე კრიტიკულ ჟამს ოღონდ არამარტო “მთავარისთვის”, არამედ მთელი ქვეყნისთვის. ის, რაც ახლა ხდება ქვეყნის თავს, იგივე ნიკა გვარამიას დაპატიმრება და ბევრი სხვა, რაც ბოლო დროს პროცესები ვითარდება, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის დივერსია ჩვენი ქვეყნის მომავლის წინააღმდეგ. მგონია, რომ კულმინაციას ვუახლოდებით, სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ ცუდი ღონით და გაფუჭებული რეპუტაციით შევხვდეთ 30 წლიანი ბრძოლის დაგვირგვინებას” – ამბობს დვალი.